საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 11 სექტემბერს 15:30-ზე პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე 2019 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრას განიხილავენ. ასევე - ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესს.
მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ამასთან, სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი იქნებიან.