დეა ადამია დაინიშნა. ამის შესახებ ყოფილი „ჯეობარელი“ და ერთ დროს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
„არ ვიცი რა დავარქვა ამ მომენტს (გრძნობას), ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის, ზოგი იღბალს, ზოგიც დამსახურებულ მონაპოვარს, თუმცა ეს არაა მთავარი. რაც ჩემთვის ყველაფერს აღემატება, ეს ისაა, როდესაც პოულობ შენს ნაწილს, იმ ნახევარს, იმ პიროვნებას, ვისთანაც ორმხრივ ჰარმონიაში ხარ და ვისთან ერთადაც სიცოცხლე გაათასმაგებულ ფასს იძენს. არაფერია ისეთი საოცარი, როცა ორი არასრულყოფილება ერთად სრულყოფილად ბედნიერია.
პ.ს. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ და ეს ყველაფერია, სხვა დანარჩენი ამის ფონზე ყოფითი ილუზიაა.“- წერს დეა სოციალურ ქსელში.
ჩვენ დეას დავუკავშირდით.
- დეა, არ გაგვიმხელ შენი საქმროს ვინაობას?
- დეკემბერში ქორწილი გვექნება და ყველას დაგპატიჟებთ.
- ქართველია?
- რა თქმა უნდა, ქართველია! თბილისელი. ზუსტად ისეთია, როგორსაც ვნატრობდი.
- რას საქმიანობს?
- წარმატებული ადამიანია და იღბლიანი ჩემსავით. სხვანაირად ვერც შეგვახვედრებდა ბედისწერა ერთმანეთს. ბიზნესმენია.
- რატომ მალავ?
- სიყვარულსა მალვა უნდაო. ორივეს გვეშინია, რომ თვალი არ გვეცეს, მას ჩემზე უფრო (იცინის). ყველა აღნიშნავს რომ ულამაზესი წყვილი ვართ და ერთმენეთს ვგავართ.