გირჩი სარეკლამო სივრცედ პორნოსაიტებს ირჩევს. PornHub-ის ვებგვერდზე მან ორი ბანერი განათავსა სხვადასხვა წარწერით: არ გპირდებით ზომის გაზრდას! და მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!
როგორც პრაიმტაიმს გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ განუცხადა, ეს ათასჯერ უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა კანდიდატის სატელევიზიო თუ ქუჩის რეკლამა-სპექტაკლები.
ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თავისუფლების გაფართოების გამო კეთდება. ამიტომ გავაკეთეთ ეს ერთი სლოგანი - მეტი სექსი, მეტი თავისუფლება. რაც შეეხება მეორე სლოგანს, პორნოსაიტებზე ადამიანებს სთავაზობენ ხოლმე პენისის გაზრდას, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ძირითადი დაპირებები კანდიდატებისა და პარტიების მხრიდან არის რაღაცეების გაზრდა: სოციალური დახმარების, პენსიების, ან რაღაც მსგავსი. სწორედ ამაზეა ხუმრობა, რომ მე არ გპირდებით არაფრის გაზრდას - ამბობს ჯაფარიძე პრაიმტაიმთან.
პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილია, რადგან შედეგი უკვე გამოჩნდა:
ამ პორტალით შესაძლებელია გირჩის მხარდამჭერების პორტალზე გადასვლა. უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. თან, საკმაოდ იაფი რეკლამაა - დასძინა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ამბობს, რომ სხვა პორნო საიტებისთვისაც აქვთ რეკლამის განთავსების თაობაზე მოთხოვნა, გაგზავნილი, უბრალოდ პორნჰაბი პირველი იყო, ვინც იდეით დაინტერესდა:
გაგზავნილი გვაქვს 24 პორნოსაიტზე, რომელიც საქართველოSი ყველაზე პოპულარულები არიან, პორნჰაბი არის პირველი საიტი, რომელმაც დადო. აქამდე, არცერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში პორნოსაიტზე რეკლამა არ ჰქონია განთავსებული - განაცხადა ჯაფარიძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ იდეა, პარტიის ერთ-ერთ წევრს გაუჩნდა, რადგან პორნო გვერდები საქართველოსი ძალიან პოპულარულია.