ზაზა გაბუნია სალომე ზურაბიშვილთან დებატებს არ გამორიცხავს

16:31 09-10-2018
154

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ ​პოლიტსაბჭოზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს  უცხადებს. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც " ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, მისი მიუკერძოებლობაა და "არ აქვს ცდუნება პარტიული პოლიტიკის გატარების". 

"სალომე ზურაბიშვილს აქვს მაღალი ცნობადობა, კარგი რეპუტაცია, კარგი დიპლომატიური გამოცდილება და ნაყოფიერი საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება. ანუ ბევრი რამე იმისთვის, რომ დავინახით ის, როგორც ლოდერი ამ საპრეზიდენტო მარათონში. მისი ეს შანსები გაიზარდა რაც "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა მხარი. ის, რომ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, არ ნიშნავს რომ არ იქნება საკითხები, რაზეც დებატები არ გვქონდეს. თუმცა ჩვენ ფუნდამენტურ საკითხზე გავაკეთეთ აქცენტები და ეს აქცენტი უკავშირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ვინ მოახერხებდა ყველაზე უკეთ ჩამოეყალიბებინა საპარლამენტო რესპუბლიკაში ტრადიცია პრეზიდენტობის", - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

ლელა მდივანი