როგორ იქნება შესაძლებელი ოქტომბრიდან მგზავრობის საფასურის გადახდა, თბილისის მეტროსა და ავტობუსებში

17:01 09-10-2018
470

ოქტომბრიდან, თბილისის მეტროსა და ავტობუსებში VISA/MasterCard-ის ბარათებით  გადახდაც იქნება შესაძლებელი.

gbc.ge წერს, რომ კომპანია “აზრის” ინფორმაციით, მიმდინარეობს ავტობუსებისა და მეტროს გადახდის აპარატების სისტემური განახლება. ავტობუსებში იცვლება აპარატების დიზაინიც, რომელზეც დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ იმუშავა.

ზვიად ციკოლიას განცხადებით, „აზრი“-სთან ერთად ჯერ-ჯერობით ეს ერთი პროექტი განახორციელა. შეიქმნა  მეტროს ტურნიკეტების ახალი დიზაინიც, მაგრამ ხელისუფლებამ კვლავ სტანდარტული არჩია.

კომპანი “აზრი“-ში აღნიშნავენ, რომ  სამუშაოები ახალი 10 წლიანი ტენდერის ფარგლებში სრულდება.

მათი თქმით, სიახლე რომელიც ასევე ოქტომბრიდან ახალ აპარატებთან ერთად ამოქმედდება ისაა, რომ მეტროში და ავტობუსში როგორც ქართული, ისე უცხოური Visa/MasterCard ბარათებით გადახდა იქნება შესაძლებელი.

თუმცა, პროგრამულად ასევე შესაძლებელია, რომ ქართულმა ბანკებმა თავის კონკრეტულ ბარათებზე გადახდის შეზღუდვა დააწესონ. მაგალითად, თუ “თიბისი ბანკს” არ სურს რომ მისი რომელიმე საკრედიტო ბარათით მომხმარებელმა მგზავრობის საფასური გადაიხადოს, ბანკს ამ შეზღუდვის დაწესების საშუალება ექნება.

ავტორი: