სკანდალი! სოჭში ქურდული სამყაროს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ჩაცხრილეს

18:42 09-10-2018
698

10 სექტემბერს, კრასნოდარის მხარეში, ახალი ყუბანის ოლქში, ქურდული სამყაროს კრიმინალურ ავტორიტეტს, დავით კერესელიძეს, მეტსახელად კალატოზას, უცნობმა პირმა, ზურგის არედან, ცეცხლი გაუხსნა.  

საინფორმაციო სააგენტო newkuban-ის წყაროს ცნობით, შემთხვევა ქ.სოჭში, ბუკოვის ქუჩაზე მოხდა. მათი ინფორმაციით, უცნობმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, ორჯერ განახორციელა.  სავრაუდოდ გასროლა, ზურგის მხრიდან განხორციელდა - ტყვიამ მკერდის არეში გაიარა და ორივე ნასროლი ტყვია, გულის პარკუჭში მოხვდა. დავით კერესელიზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, კლინიკაში გადიყვანა. პაციენტი, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. შურისძიების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია - ამ ეტაპზე, ოფიციალურ განცხადებას, სამართალდამცველები, არ აკეთებენ. 

დავით კერესელიძე, საქართველოში, ქურდული სამყაროს, ცნობილი ავტორიტეტია. 2004 წელს, ის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოძალვის, მკვლელობის, ადამიანების გატაცების, რეკეტიორობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ბრალდებით დააკავეს. ცნობილია, რომ კერესელიძის ბიზნესსაქმიანობა, საზღვაო გადაზიდვების სერვისს უკავშირდება. 

 

იხ. ფოტო: 

  

  

ავტორი: რუსა ღვანიძე