არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავას თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქციას იმიტომ არ ესწრება, რომ ამ წუთებში დამთავრდა მისი სასამართლო პროცესი.
ამის შესახებ ზვიად კუპრავამ პრაიმტაიმს განუცხადა და აღნიშნა, რომ აქციას მოგვიანებით შეუერთდება.
სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დამთავრდა. სიმბოლურია, როდესაც რუსთაველზე მიმდინარეობს აქცია, მე ვიმყოფები სასმართლოში და ვუსმენ პროკურორებს, რომლებიც ცდილობენ დაუმტკიცონ მოსამართლეს, რომ დავარღვიე კანონი. ცხოვრებაში არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია, მითუმეტეს სხვისი თეფშიდან ჭამა დანაშაული არ არის, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, აქციას მართავს.