"ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება..." - მალხაზ მაჩალიკაშვილი

12:26 09-11-2018
61

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.

ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთელი დღის განმავლობაში დაველოდებით რაიმე რეაგირება თუ მოხდება. აქცია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. მე აქ ზაზა სარალიძესთან ერთად ვიდგები, სანამ სიმართლე არ დადგინდება. ყველაფერი უნდა გაირკვეს და თუ მაინც არ უნდა ხელისუფლებას თავისი დანაშაულის აღიარება, მოგვიწევს სხვა გზას მივმართოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ხორაავს ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აქციები გუშინ განაახლა.