"გამოიძიებთ ამ ყველაფერს თუ მონასტერში გაუშვებთ ცოდვების მოსანანიებლად?..." - სამადაშვილი კობახიძეს

13:37 09-11-2018
59

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერი კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული, გამოიძიებთ ამ ყველაფერს თუ მონასტერში გაუშვებთ ცოდვების მოსანანიებლად? - ამ კითხვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს.

სამადაშვილი კობახიძისგან ასევე დაინტერესდა, თუ როგორ ახსნიდა ის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას.

"როცა "ქართული ოცნება" საუბრობს, რომ პროევროპული პარტიაა, უნდა დავაკვირდეთ მათ ქმედებებს. ჩვენი დასავლელი მეგობრების ნაწილმა ალბათ, არც კი იცის, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, რომლის პოზიციაც შეიძლება საფრთხის შემცველი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.