"სისულელეა, რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს, აცერით შვილები.." - აკაკი ზოიძე

13:41 09-11-2018
73

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ სისულელე და კონსპირაციის თეორიაა იმის მტკიცება, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.

ამის შესახებ აკაკი ზოიძემ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„სასიკვდილო დაავადებებისგან გვიცავს ვაქცინები, ამაზე კაცობრიობის ჯანსაღ ნაწილში საერთოდ აღარ კამათობენ. აუტიზმისა და ვაქცინების კავშირი აბსოლუტური ნონსენსია, ასეთი რამე არ არსებობს. ერთხელ გამოაქვეყნა 80-იან წლებში ვიღაცამ სტატია და იმ სტატიას ატრიალებენ, რომელიც იმის შემდეგ ასჯერ უარყვეს. გამოცემამ, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია, მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ტყუილია. სად პოულობენ? ეს ჩვენი კონსპირაციის თეორიის მშობლების ჯგუფები რომ არის, კიდევ ატრიალებენ ამ სტატიას, როგორ ჩნდება თურმე აუტიზმი ვაქცინებისგან, ეს ყველაფერი არის სისულელე. ძალიან მკაფიო მესიჯი გვჭირდება სახელმწიფოსგან, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და აცერით შვილები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.