რა ვერსია აქვს სუპერვასკვლავის ბიძას ალეკ ბოლდუინს ჰეილის და ჯასტინის ქორწინებაზე - 500 000 დოლარად შეფასებულმა ნიშნობის ბეჭედმა პუბლიკის ყურადღება მიიქცია

14:29 09-11-2018
383

სუპერმოდელი ჰეილი ბოლდუინი და რეპერი, ჯასტინ ბიბერი, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე,  ერთად პოზირებდნენ. მოდელი, Carolina Herrera-ს ჩვენებაზე, პაპარაცებმა, იმ დროს დააფიქსირეს, როცა სტუმრებს, საქორწილო ბეჭედს აჩვენებდა. ბეჭდის მიმართ ინტერსი, ყველაზე მეტად, მოდელმა სეილორ ლი ბლინკლი-კუკმა გამოიჩინა. ჰეილი და სეილორი, თითქმის 15 წუთის განმავლობაში, განიხილავდნენ, ბრილიანტის ბეჭედს. 

ნუშის ფორმის ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი, რომლიც ჯასტინმა 500 000 დოლარად შეიძინა, გასაკვირი არ არის, რომ პუბლიკის ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო!

შეგახსენებთ, რომ ჯასტინმა, ივლისის დასაწყისში, ბაჰამის კუნძულებზე, მოდელს, ხელი შესთავაზა. თვითმხილველების ინფორმაციით, წყვილმა, ნიშნობა, რესტორანში ერთად აღნიშნეს.

ქორწილის ცერემონიის შესახებ, წყვილი, ამ ეტაპზე არ საუბრობს. მაგრამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰეილის ბიძას, ალეკ ბოლდუინს აქვს ვერსია. გუშინ 60 წლის მსახიობმა, წყვილის ნიშნობის შესახებ, ჟურნალ Etalk-თან, კომენტარი გააკეთა:

ადამიანებს, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, ვურჩევდი, რომ არ იჩქარონ - ისინი ხომ, ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან. ჩემი აზრით, თავიდან, უბრალოდ ერთად უნდა იცხოვრონ, რომ მიხვდნენ, შეძლებენ თუ არა, ერთად, ბედნიერად ცხოვრებას. მე, მათზე ასაკით ბევრად უფროსი ვარ, მაგრამ, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავქორწინდი. მე და ჩემი მეუღლე, უკვე ოთხი შვილის მშობლები ვართ, რომლებიც მხოლოდ, ბოლო 4,5 წელიწადია, რაც ამ ქვეყანას მოევლინენ. ამ ყველაფერს, ვამბობ მათთვის, ვინც ამ ეტაპზე დაქორწინებას აპირებს. არის შემთხვევები, როცა მთავაზობენ ფილმში გადაღებას და მე, ერთი თვით ან მეტი, უნდა დავტოვო ცოლ-შვილი, ან ოჯახის ხუთივე წევრი, თან წავიყვანო. ამის გამო, ხშირად მიწევს, უარის თქმა, შეთავაზებულ როლებზე. თუ გსურთ, რომ ბედნიერი ქორწინება გქონდეთ, ყოველთვის ოჯახის გერდით უნდა იყო - აუცილებლად, მუდამ ერთად უნდა იყოთ. ჰეილის კარიერაში, ამ ეტაპზე, ნამდვილი საგიჟეთი აქვს - ის, უკვე სუპერვასკვლავია - ამბობს ალეკი ინტერვიუში.

იხ. ფოტოკოლაჟი:   

 

 

 

 

           

ავტორი: რუსა ღვანიძე