"ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა" - "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ, შესაძლოა მალე მარიხუანა საქართველოში საექსპორტოდ დაიშვას.
„მას შემდეგ, რაც მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, იძულებული ვართ, რომ იმ ვაკუუმის შევსება, მოვახდინოთ, რომელიც მარიხუანასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციას, საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით, ოღონდ, სამკურნალო მარიხუანაზეა საუბარი, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ, მხოლოდ ექსპორტისთვის და ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ლიცენზიები გაიცეს მარიხუანას მოყვანაზე, იქნება მკაცრად დაცული, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ჩართული. ამაზე გუშინაც იყო საუბარი და მანამდეც. ერთ-ერთი ვერსია სწორედ შსს-ს ეკუთვნის – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ, საპატრიარქო კონფერენციაზე იმსჯელებს.