ვიქტორია ბექჰემის უჩვეულო ფოტოსესია - დიზაინერს თავზე ქაღალდის პაკეტი აქვს "ჩამოცმული"

16:04 09-11-2018
330

ბრიტანელმა მომღერალმა და მოდელმა, ვიქტორია ბექჰემმა, რამდენიმე დღის წინ, საკუთარი ბრენდის, 10 წლის იუბილე აღნიშნა. 

ღონისძიებაზე დიზაინერმა, უჩვეულო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა - ვიქტორია, პუბლიკის წინაშე, ჩენებაზე, თავზე დამხობილი, საკუთარი ბრენდის ქაღალდის პაკეტით პოზირებდა.

ფოტოსესიის უცნაური კადრები, ვიქტორიამ, საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. კომპანიის ფოტოსესიის მთავარი ფოტოგრაფი, გერმანელი იურგენ ტელერი გახლდათ. ფოტოგრაფი კარგად ჩანს, ერთ-ერთ კადრში, როცა პაკეტიდან გამოფრინდება. გერმანელი ფოტოგრაფის კარიერა, ჯერ კიდევ, 2008 წელს დაიწყო, როცა ვიქტორია ბექჰემი, მონაწილეობას იღებდა, დაახლოებით ისეთივე ჩვენებაზე(Marc Jacobs), როგორიც გუშინ გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ დევიდ ბექჰემის მეუღლე, ვიქტორია, ბრწყინვალე ფორმაშია, ისე, როგორიც 10 წლის წინ. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა მომღერალმა და მოდელმა, ვიქტორია ბექჰემმა, დიზაინერის პროფესიაში, ტალანტი, 2008 წელს გამოავლინა. ამ ეტაპზე, მისი სამოდელო ბიზნესი, აყვავების სტადიაშია - Victoria Beckham-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდად ითვლება.  

იხ. ფოტოსესია:

ავტორი: რუსა ღვანიძე