დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს. ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ "პირველ არხს" განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მიაწოდა.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან გარიცხვის პოლიტსაბჭოზე გასაჩივრება ურჩია, რასაც დეპუტატი არ აპირებს.
დავით ჭიჭინაძე გეგმავს, რომ უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე განცხადება მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე გააკეთოს, რის შემდეგაც საკანონდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.