შეიარაღებული ძალების რაოდენობა რჩება უცვლელი. ეს არის 37 000,- ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვიმსჯელეთ უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ვალდებულებაზე - ეს არის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის დადგენა. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. შეიარაღებული ძალების რაოდენობა რჩება უცვლელი. ეს არის 37 000. ვიმსჯელეთ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის განათლების მიმართულებით, რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით. თავდაცვის მინისტრმა ასევე წარმოადგინა შესყიდვების მხრივ გრძელვადიანი ხედვა და ასევე ვისაუბრეთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და ეროვნული შედეგობის გაზრდის შესაძლებლობებზე.
ეს, ალბათ, უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაა. იმედია არაფერი ისეთი არ მოხდება ქვეყანაში, რომელიც იძულებულს გაგვხდის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იქნეს მოწვეული,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.
თათია ცუკოშვილი