სკანდალი! სამეფო ოჯახში მატებაა! - სასექსის ჰერცოგინია და პრინცი ჰარი მშობლები გახდებიან?

17:51 09-11-2018
2742

სასექსის ჰერცოგინია და პრინცი ჰარი, ლონდონში, საქველმოქმედო საღამოზე - მსოფლიოს 100 დღე, იმყოფებოდნენ. მარკლის ახალი ფოტოსესია, სადაც მეგანი, ლურჯი ფერის კაბაში პოზირებს, საზოგადოების მხრიდან, ყურადღების ცენტრში მოექცა - მათი ვარაუდით, ჰერცოგინია, ფეხმძიმედ არის.

საღამო, პირველი მსოფლიო ომის დასრულების, 100 წლის თავს მიეძღვნა - მეგან მარკლის, Jason Wu-ს ბრენდის ლურჯი ფერის კაბაში, შკარად ეტყობოდა პატარა მუცელი.

სოციალურ ქსელებში, მეგანის კაბამ და გარეგნობამ, სკანდალი გამოიწვია. საზოგადოების ვარაუდით, მეგანი, ფეხმძიმედ არის! 

აშკარად ჩანს, რომ ფეხმძიმედ არის - ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ორსულად არის - წერენ კომენტარებში, სოციალური ქსელების მომხმარებლები. 

შეგახსენებთ, რომ ვერსია, იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახში, მატებაა, კენსინგტონის სასახლიდან არსებობს. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა, კიდევ ერთი დამადასტურებელი ინფორმაცია - სანდო წყაროს ცნობით, მეგანმა და ჰარიმ, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, ჰერცოგინიას ფეხმძიმობის გამო, წარმომადგენლობითი ტური გადადეს. 

სამეფო ოჯახი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცადებას, არ აკეთებს. 

მეგანის და ჰარის ფოტოზე, რომელიც სხვა რაკურსით არის გადაღებული, სასექსის ჰერცოგინიას, ფეხმძიმობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე