კლასიკური სილამაზის მსახიობი, 53 წლის მონიკა ბელუჩი, იტალიაში დღემდე, ყველაზე ლამაზი გარეგნობის ვარსკვლავად აღიარებენ. მისი თმის ბრწყინვალების საიდუმლო, ზეითუნის, რომელსაც იტალიელები თხევად ოქროდ მოიხსენიებენ და ნუშის ზეთის გამოყენებაა. ცნობილია ის ფაქტი, რომ დედოფალი კლეოპატრა, დილას, ზეითუნის ზეთის გამოყენებით იწყებდა - ზეთის განსაზღვრულ რაოდენობას, აბაზანაში ასხამდა და ამ მეთოდით ბანაობდა. ზეითუნის აბაზანების მოხმარებაზე, არც კლავდია კარდინალე და სოფი ლორენი არ ამბობდნენ უარს. სოფიმ ერთ-ერთ ინტერვიუში, აღნიშნა, რომ ჩემი სილამაზე, სპაგეტი და ზეითუნის ზეთის აბაზანის დამსახურებააო.
იტალიელი ვარსკვლავი და ფოტომოდელი, მონიკა ბელუჩი, კვლავ ფანტასტიკურ ფორმაშია. მართალია, საზოგადოების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მას ზედმეტი წონა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსახიობი, მისი ბრწყინვალე გარეგნობით და განუმეორებელი სილამაზით, მსოფლიო ვარსკვლავის ტიტულს, დღემდე ატარებს.
მისი ცხოვრებიდან, აღსანიშნავია, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მსახიობი, დღემდე გაურბის პლასტიკური ქირურგების შემოთავაზებებს. მონიკა, თვლის რომ გარკვეულ ასაკში, სრულიად მისაღებია, მცირე ნაოჭების გაჩენა. ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს: - ასაკში, ნაოჭების გაჩენა - სრულიად მისაღები პროცესია. მე თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და ჩემი სხეულით და გარეგნობით, კმაყოფილი ვარ - ამბობს მონიკა.
და ეს ყველაფერი, სწორედ რომ სიმართლეა. მან, 53 წლის ასაკში, სრულიად შეინარჩუნა, მისი სილამაზე და გარეგნული ბრწყინვალება. მსახიობი, არ მიეკუთვნება იმ ვარსკვლავების კატეგორიას, რომლებიც სილიკონის მკერდით და ბოტოქსისგან მიმიკის შეცვლილი სახით გამოირჩევიან.
შეგახსენებთ, რომ ბელუჩის პირველი ქორწინება, 1990 წელს, ფოტოგრაფ კლაუდიო კარლოს ბასთან შედგა, რომელთანაც განქორწინება, ოთხი წლის შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.
რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ-ერთი გადაღების დროს, მონიკა, ვენსან კასელს შეხვდა. მათი სიყვარულის ისტორია, დიდხანს გაგრძელდა, რადგან მონიკას არ სურდა, რომ კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი გადაედგა. 5 წლის შემდეგ, მონიკამ კასელს, თანხმობა მისცა და წყვილმა იქორწინა. მათ, ორი ქალიშვილი გაუჩნდათ, დევა და ლეონი. 19 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2013 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, მათი განქორწინების შესახებ. დიდი ხნის განმავლობაში, მონიკა აცხადებდა, რომ მათ შორის სიყვარული ისევ არსებობდა და არ იყო გამორიცხული, მათი ურთიერთობის აღდგენა.
მსახიობი Oriflame-ის, Dolce&Gabbana-ს Cartier-ის და სხვა სარეკლამო ბრენდების სახეა. მან, მისი სხეულის ფორმები, ბრწყინვალეს შეინარჩუნა და ამიტომ ზოგჯერ, პოდიუმის ჩვენებებზეც კი პოზირებს.
პლასტიკური ქირურგების ინფორმაციით, მონიკა, ნატურალური სილამაზის მქონე ვარსკვლავია.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: