""ლეგალიზაცია დაუშვებელია"... რა მიზნით მოხდება მარიხუანას კულტივაცია - ირაკლი კობახიძის განმარტებები

18:21 09-12-2018
155

ლეგალიზაცია დაუშვებელია... კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში მარიხუანას კულტივაციის დაშვებას.

არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ლიბერალიზაციისკენ ამ სფეროში. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია იმისა, რასაც ჰქვია მარიხუანას მოხმარება. მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე უახლოეს დღეებში ოფიციალურად. ამასთან, საუბარია სხვადასხვა მიზნით და მიზანი რეალურად ორია: ექსპორტის მიზანი და ექსპორტიც არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ. მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით მოხდება, ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით და მეორე ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად პროცესები აქეთკენ მიდიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. იდეის ინიციატორი შსს-ა.

ავტორი: