მუსლიმების პროტესტი - "მარიხუანას კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი მომავალი თაობისთვის დამაზიანებელი იქნება"

12:38 09-13-2018
64

მუსლიმები მარიხუანას კულტივაციის წინააღმდეგები არიან. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი ამბობს, რომ მარიხუანას კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი მომავალი თაობისთვის დამაზიანებელი იქნება.

ასევე, შეილახება ქვეყნის იმიჯი და ქვეყნის ასოცირება ნარკოტიკთან მოხდება.

მუსლიმთა სამმართველო მოუწოდებს ყველა სახელწიფო ორგანიზაციას, ნუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში, ახალგაზრდებისთვის უმუშევრობის დონე მაღალია.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. იდეის ინიციატორი შსს-ა.

 

ავტორი: