კახა კალაძე: ცხოველების სასტიკი მოპყრობა დასჯადი ხდება

13:14 09-13-2018
924

ცხოველების სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კანონი მკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და სასჯელის ის სახეები ჩამოთვალა, რომელიც მსგავს შემთხვევებში იქნება გათვალისწინებული. მათ შორის 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც იგულისხმება.

“ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, მინდა მადლობა გადავუხადო შსს , იმიტომ რომ ეს საკანონდებლო ცვლილება მნიშვნელოვანი, რომ თავი დავიზღვიოთ ასეთი შემთხვევებისგან და კანონი იქნეს გამკაცრებული. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. მივმართავ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს, და მგონია , რომ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი პირველ რიგში ცხოველების გადარჩენა და მეორეც - ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება.-“ განაცხადა კალაძემ.

 

 

ლელა მდივანი

ავტორი: