გუშინ, აშშ-ში კალიფორნიის შტატში, Apple-ის სმარტფონის ახალი მოდელის, სექტემბრის თვის, ყოველწლიური პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაზიაზე, წარმოდგენილი იყო, Apple-ის ძველი და ახალი მოდელების კოლექცია და მათი ღირებულება.
2018 წელს, Apple-ის ბრენდმა, სმარტფონის, 3 ახალი მოდელი წარადგინა - iPhone XS (ეკრანი 5,8 დიუმი, როგორც iPhone X-ს), iPhone XS Max (6,5 დიუმი — მეტი, ვიდრე iPhone 8 Plus-ს - 5,5დიუმი) და iPhone XR (6,1 დიუმი).
ტელეფონების ეკრანი, ჩარჩოს გარეშეა და სამი ფერისგან შედგება - ოქროსფერი, რუხი და ვერცხლისფერი.
სმარტფონები, წყალგაუმტარია და მისი წყალში 30 წუთით გაჩერების შემთხვევაში, არ ზიანდება. შეგიძლიათ ჩააგდოთ ჩაიში, ღვინოში და ლუდშიც კი - ამბობს ხუმრობით ტიმ კუკი.
ახალი მოდელების მეხსიერება, 512 გიგაბაიტი იქნება, 3-ჯერ მეტად სწაფად იმუშავებს, ვიდრე iPhone X.
Apple-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის, ფილ შილერის ინფორმაციით, ახალი სმარტფონის მოდლის ფოტო, ჟურნალის Time!-ს გარეკანზეც კი მოხვდა.
ახალი მოდელის ეკრანი ასევე ჩარჩოს გარეშე იქნება და სხვადასხვა გარდამავალი ფერებით განათდება.
iPhone XR-ის კამერა, ზუტად ისეთივეა, როგორიც Phone XS და iPhone XS Max-ის.
iPhone-ის ახალი მოდელების გაყიდვა, სექტემბრის ბოლოდან იგეგმება.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: