სუპერვარსკვლავმა ჰეილი ბოლდუინმა სამოდელო კარიერა ჯასტინ ბიბერის გამო დაასრულა? - ალეკ ბილდუინი ქორწილის წინააღმდეგია

15:55 09-13-2018
631

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი, კომენტარს, ქორწილის ცერემონიის შესახებ,  ჯერ კიდევ არ აკეთებენ. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ Etalk-თან ინტერვიუში, ჰეილის ბიძამ, ჰოლივუდის მსახიობმა, 60 წლის ალეკ ბოლდუინმა, განაცხადა,  რომ წყვილი, ჯერჯერობით მზად არ არის ქორწინებისთვის -  საკუთარი ვერსია გამოთქვა და კომენტარი გაკეთა: 

ადამიანებს, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, ვურჩევდი, რომ არ იჩქარონ - ისინი ხომ, ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან. ჩემი აზრით, თავიდან, უბრალოდ ერთად უნდა იცხოვრონ, რომ მიხვდნენ, შეძლებენ თუ არა, ერთად, ბედნიერად ცხოვრებას. მე, მათზე ასაკით ბევრად უფროსი ვარ, მაგრამ, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავქორწინდი. მე და ჩემი მეუღლე, უკვე ოთხი შვილის მშობლები ვართ, რომლებიც მხოლოდ, ბოლო 4,5 წელიწადია, რაც ამ ქვეყანას მოევლინენ. ამ ყველაფერს, ვამბობ მათთვის, ვინც ამ ეტაპზე დაქორწინებას აპირებს. არის შემთხვევები, როცა მთავაზობენ ფილმში გადაღებას და მე, ერთი თვით ან მეტი, უნდა დავტოვო ცოლ-შვილი, ან ოჯახის ხუთივე წევრი, თან წავიყვანო. ამის გამო, ხშირად მიწევს, უარის თქმა, შეთავაზებულ როლებზე. თუ გსურთ, რომ ბედნიერი ქორწინება გქონდეთ, ყოველთვის ოჯახის გერდით უნდა იყო - აუცილებლად, მუდამ ერთად უნდა იყოთ. ჰეილის კარიერაში, ამ ეტაპზე, ნამდვილი საგიჟეთი აქვს - ის, უკვე სუპერვასკვლავია - ამბობს ალეკი ინტერვიუში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, წყვილი ფიქრობს, რომ ამ სახის წინააღმდეგობა, მათ ვერ შეაჩერებთ. პაპარაცები, ჯასტინს და ჰეილის, ყოველ დღე უთვალთვალებენ და მათ, მუდამ ერთად ხედავენ. აღმოჩნდა, რომ ჯასტინს და მომავალ სიმამრს, 52 წლის სტივენ ბოლდუინს, ფანტასტიკური ურთიერთობები აქვთ. ისინი, მიჩიგანში, ფესტივალზე ერთად დაფიქსირეს. მომავალ სასიძოს და სასიმამროს, ერთმენეთთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, გეგონებოდათ,  რომ ორი ძველი მეგობარი, შეხვდა ერთმანეთს.  

ფესტივალზე, ჰაილი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელმა, სამსახურის გამო ვერ მოახერხა ჩასვლა, მაგრამ ეს ყველაფერი, მართალი აღმოჩნდა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჰაილიმ, სამოდელო სააგენტოებთან გაფორმებული, ყველა კონტრაქტი გააუქმა. ინსაიდერების იმფორმაციით, მან სამოდელო კარიერა, ჯასტინის გამო დაასრულა - ჰეილიმ გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ბიბერს მიუძღვნას!

იხ. ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე