ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე - ივანე მაჭავარიანი

21:58 09-15-2018
134

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდი დოლარის ბაზარი იქნება.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ ამ პროცესში, გავაძლიეროთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, კანაფის მოყვანა და გადამუშავება ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის არის მიმართული, ამიტომ ფინანსური სარგებლის ზუსტი ციფრის გამოთვლა არც ისე მარტივია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ორი-სამი წლის განმავლობაში ეს იქნება მილიარდი ლარის ექსპორტი.