მიხეილ სააკაშვილი: ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ

11:54 09-16-2018
238

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით, მარიხუანაზე, სასულიერო პირების პროტესტს გამოეხმაურა.

როგორ ჩანს სააკაშვილი საქართველოში მარიხუანას კულტივაციის წინააღმდეგია.

"ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ.
ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!" - წერს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ მარიხუანას კულტივაცია და ამ საქმიანობის ლიცენზირება ქვეყანას დაღუპავს. გუშინ, სამღვდელოება ჯერ საპატრიარქოში შეიკრიბა, მოგვიანებით კი - თბილისის საკრებულოსთან და მარიხუანას კულტივაციისა და ლიცენზირების საკითხი გააპროტესტეს.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. იდეის ინიციატორი შსს-ა. ამასთან, საუბარი მიმდინარეობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც გადაწყდება ლიცენზირების საკითხიც.

ავტორი: