გორის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან, სოციალურ ქსელში ბოდიშს იხდის.
"მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს დამცველსაც და მოწინააღმდეგესაც, რადგან მმართებდა მეტი თმენის ვალდებულება, არა ჩემი დღევანდელი თანამდებობის გამო, არამედ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე! ვინც მე მიცნობს მათვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პასუხი, თუნდაც ჩემს შეურაცყოფის გამო! შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს და დიდი იმედი მაქვს სიმართლე მალე გაირკვევა!" - წერს დავით რაზმაძე.
ორი დღის წინ, გორში, აქციაზე ჩასულ ზაზა სარალიძესა და დავით რაზმაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.