კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან იქნება - არჩილ თალაკვაძე

15:28 09-16-2018
103

კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან იქნება, ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით იქნება მიღებული. მნიშვნელოვანია, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მარიხუანას კულტივაციის და ექსპორტზე გატანის საკითხს.

"ჩვენ ვხედავთ დასაბუთებულ საჭიროებას, რომ შემოვიდეს მკაცრი რეგლამენტაცია, როცა იქნება მკაცრი სანქციები მარიხუანას საჯარო მოხმარებაზე, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაზე, არასრულწლოვანების დაყოლიებაზე. ამ ქმედებების მკაცრ დასჯას პარლამეnტი მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება ცვლილებების იმ ნაწილს, სადაც საუბარია კანაფის წარმოებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს. საზოგადოებასთან მაქსიმალურად გახსნილი მსჯელობა უნდა იყოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით იქნება მიღებული. როცა ეკონომიკურ ნაწილზე ვსაუბრობთ, საზოგადოების ყველა ჯგუფის კითხვას გაეცემა პასუხი და მათი პოზიციები გათვალისწინებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება. დრო საკმარისია იმისათვის, რომ საკითხზე ვიმსჯელოთ. კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან იქნება, გადაწყვეტილება სასწრაფოდ მისაღები არ არის" – განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორი: