საპატრიარქოს აზრი უნდა გავითვალისწინოთ - სალომე ზურაბიშვილი

16:07 09-16-2018
216

„საპატრიარქო არის საზოგადოების ნაწილი და წინამძღვარი, ამიტომ, ამ კუთხით, მისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. ყველა კანონის საჯარო განხილვა არის საჭირო, მით უმეტეს, თუ ეს ეხება საზოგადოებას" – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მარიხუანას კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. თუმცა, ზურაბიშვილის მოსაზრებით, დეკრიმინალიზაციის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია.

„მგონია, რომ აუცილებელი იყო ახალი კანონი. ის, რაც წინა რეჟიმის დროს ხდებოდა, არ არის ცივილიზებული ფორმა, როცა ციხეში სვამ და ამით ებრძვი ამ დაავადებას. საინფორმაციო კამპანია არ იყო იმ დონის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს არის მძიმე დაავადება და სენი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეულ სოფელსა და სკოლაში უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი ახალგაზრდები, თუ რა საფრთხეები არსებობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავტორი: