საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსთავიდან 18 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო.
მიწისძვრა 08:17 საათზე მოხდა.