საბა კემულარიამ შეყვარებული გამოაჩინა - ვინ არის მომღერლის რჩეული - exclusive

16:15 09-17-2018
12337

საბა კემულარია შეყვარებულია. მომღერალმა ეს ამბავი სოციალურ ქსელში თავის მეგობრებს გაუზიარა. საბას რჩეული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, კესო გაფრინდაშვილი გახლავთ. მომავალი ექიმი საბას ოჯახისთვის შესაფერისი კანდიდატი უნდა იყოს. სწორედ ოჯახს უსვამდა ხაზს მომღერალი, როცა მომავალ მეუღლესთან დაკავშირეულ კრიტერიუმებზე საუბრობდა ჩვენთან ინტერვიუში. ნახეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც მომღერალმა „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობისას „პრაიმტაიმს“ მისცა.

– საბა, როგორი უნდა იყოს გოგონა, რომელიც შენი რჩეული გახდება?

– რთული კითხვაა. ჩემთვის მთავარია ოჯახი. ოჯახი ყველაზე დიდი ღირებულებაა, რადგან მხოლოდ მე არ ვარ, ჩემს უკან ჩემი მშობლები დგანან, ბებია-ბაბუები, მათი წინაპრები...

– ანუ ბებია-ბაბუასაც უნდა მოეწონოთ შენი რჩეული?

– არა, მაგას არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ჩემი არჩევანი მოეწონებათ, რადგან ასე აღმზარდეს. ვცდილობ, მაქსიმალურად ერთად ვიყოთ ყველანი. ვცდილობ, რაც მომდევს, ღირებულებები, ღირსებები, ასე გავაგრძელო, ღირსეულად. ამიტომ მინდა კარგი, ძლიერი ოჯახის შვილი იყოს, სოციალურად და არა მატერიალურად, მორალურად, პიროვნულად, ღირსებით.

– უნდა მღეროდეს?

– კარგი იქნება, ერთად ვუმღერებთ შვილებს იავნანას. ერთი სათხოვარი, რაც ჩემს მომავალ მეუღლესთან მექნება, როცა ხელს ვთხოვ, ის არის, რომ ბევრი შვილი მაჩუქოს, მინიმუმ ოთხი.

ჩვენ საბას დავუკავშირდით.

- საბა, ახალი ამბავი გქონია, სასიხარულო...

- კი ბატონო.

- მახსოვს, ისეთი მოთხოვნები გქონდა მომავალ მეუღლესთან დაკავშირებით, დიმიტი უნდა ყოფილიყო გელოვანი...

- (იცინის) არის კიდეც.

- გვიამობ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- კარგად (იცინის).

- რა ვითარებაში?

- ამაზე ჯერ-ჯერობით დაწვრილებით საუბრისგან თავს შევიკავებ. მოგვიანებით გპირდებით ექსკლუზივს.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი