გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ მიღებას ესწრება

19:12 09-17-2018
117

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ მიღებას ესწრება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მიღება კონფერენციასთან დაკავშირებით ტარდება, რომელიც საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა ორგანიზებით 17-19 სექტემბერს იმართება. კონფერენციაზე საქართველოს ევროპული მომავალი და პერსპექტივა განიხილება.

გიორგი კვირიკაშვილს ჯერ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტორი: