"ადამიანები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ, სხვა ტიპის ასეთ გარიგებებშიც არიან შემჩნეულები" - სერგი კაპანაძე

21:32 09-17-2018
70

ადამიანები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ, სხვა ტიპის ასეთ გარიგებებშიც არიან შემჩნეულები - ამის შესახებ ტელეკომპანია იბერიას საქმესთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ საქმის გადაწყვეტაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსთავი 2-თან მიმართებაში ამან შედეგი უკვე გამოიღო.

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი იქნება და ამას ასევე მუშაობა სჭირდება. პირველ რიგში თქვენი მხრიდან, მაგრამ თუნდაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, იგივე, პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან. როგორც წესი, მათი როლი და მათი ჩართულობა ძალინ მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მთავრობა შეაჩერონ და ასეთი ნაბიჯები არ გადაადგმევინონ

ეს პრობლემა ახალი არ არის. უამრავი განცხადება არსებობს ზოგადიც და კონკრეტულ თემებზეც, რომელიც ეხება მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ასევე ბიზნესებში ჩარევას, მაღალი დონის თემებზე არის აქ საუბარი. მათ შორის ადამიანები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ, შემჩნეულები არიან სხვა ტიპის ასეთ გარიგებებშიც, იქნება ეს ამერიკული კომპანიები, რომლებიც თამბაქოთი არიან დაკავებული, თუ სხვა. ასეთი რამდენიმე ქეისი იყო ბოლო წლების განმავლობაში. 

თქვენი აქტიურობა და პოლიტიკური სპექტრის აქტიურობაც ამ საქმეში, არის ძალიან მნიშვნელოვანი - განაცხადა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას სერგი კაპანაძემ.

დღეს, მეოთხე აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

 



ავტორი: