მეტროს ახალი 3 ოთხვაგონიანი შეამდგენლობა დაემატება

12:10 09-18-2018
57
თეგები: მეტრო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს ახალი 3 ოთხვაგონიანი შეამდგენლობა დაემატება,  რომელიც “ ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს  და 1 სამვაგონიანი შემადგენლობა -  საბურთალოს ხაზზე. 

“ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით , ჩვენ მეტროში ვაპირებთ გარკვეული ცლილებების  შეტანას , რადან ძალიან ბევრი მგზავრი გადაყავს დღეს მეტროს და პიკის საათებში ადამიანებს უწევდათ 5-6 წუთი ლოდინი, რაც სერიოზულ დისკომფორს და პრობლემას  წარმოადგენდა . შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ მეტროს  ახალი 3 ოთხვაგონიანი შეამდგენლობა დაემატება ,  რომელიც “ ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს  და 1 სამვაგონიანი შემადგენლობა -  საბურთალოს ხაზზე. ეს ჩვენ მიგვცემს იმის შესაძლებლობას,  რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაადგილდება მინდა შევამციროთ 3 წუთამდე“ - განაცხადა კალაძემ. მერის ინფორმაციით, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება ახალი შემადგენლობების დამატება. „ვაპირებთ ძველი ვაგონების  მთლიან მიდერნიზაციას და გვინდა, რომ მეტრო იყოს ერთ-ერთი კოფორტული  საშუალება მგზავრებისთვის  და ზოგადად ტრანსპორტის პილიტიკა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული, მიმართულია იმისკენ,  რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2019 წლისთვის, რომელიც არის მოძველებული და მძიმე მდგომარეობაში,  მთლიანად განახდლება და ამას დაემატება მეტროს ვაგონების მიდერნიზება -“ განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

 

ნინო რაზმაძე