მისი უდიდებულესობა სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის წერილი თაყვანისმცემლებს

13:43 09-18-2018
386

სასექსის ჰერცოგინიამ, რამდენიმე ხანში მოახერხა, ბრიტანელების გულის მოგება და თაყვანისმცემლების მთელი არმიის შექმნა, რომლებიც მუდამ მოუთბენლად ელოდებიან მის გამოჩენას. შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს, მეგანს დაბადების დღე ჰქონდა. ჰერცოგინიას, უამრავმა თაყვანისმცემელმა, მიულოცა დაბადების დღე. 

კენსინგტონის სასახლიდან, უამრავი სამადლობელო წერილი და ფოტო გაიგზავნა. სოციალურ ქსელში. გავრცელდა ერთ-ერთი წერილის ასლი, რომელშიც ირლანდიაში. ივლისში მოგზაურობის დროს  გადაღებულ ფოტოზეა დაწერილი. 

კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, მეგან მარკლის სამადლობელი წერილი გულშემატკივრებს. სასექსის ჰერცოგინია, მადლობას უხდის ყველას, 4 აგვიტოს, მისივე დაბადების დღეზე გაგზავნილი კეთილი სურვილებისა და მილოცვებისთვის.

სასექსის ჰერცოგინია, უაღრესად დიდ მადლობას მოგახსენებთ, 37 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. მისი უდიდებულესობა, მადლიერია და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ - ეს პოსტი, ფოტოს უკანა გვერდზე იყო დაწერილი. 

დედოფლის წერილებზე,  ელისაბედ II-ის ბეჭედი იყო გამოსახული.

15 სექტემბერს, სამეფო წყვილის ფანკლუბმა, სოციალურ ქსელში პრინცი ჰარის, 34-ე დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა. 

იხ. ფოტოები:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე