ვისურვებდი, რომ მისი უწმინდესობა უფრო მეტად პირდაპირი ყოფილიყო - მეფე პეტრე კანაფთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

14:15 09-18-2018
120

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ფიქრობს, რომ კანაფის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, პატრიარქს უფრო პირდაპირი შეფასება უნდა გაეკეთებინა.

ამის შესახებ მეუფე პეტრემ "ტვპირველის" თოქშოუში "ხალხის პოლიტიკა" ისაუბრა. 

"რაც შეეხება პატრიარქის კონსტრუქციულობას, მომეჩვენა, რომ მისი განცხადება კომპრომისული იყო და ვისურვებდი, რომ მისი უწმინდესობა უფრო მეტად პირდაპირი ყოფილიყო ამ შეფასების დროს. ფაქტობრივად, ჩვენ მან ნელ-თბილი პოზიცია , რომელიც სახარებით არანაირად არ არის გამართლებული, წარმოგვიჩინა და თითქოს ორ ბოროტებას შორის არჩევანი დატოვა, რომ კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გააკონტროლებს. რა მნიშნელობა აქვს, თუ ეს ცოდვა იარსებებს ქვეყანაში, რა მნიშნელობა აქვს ვინ გააკონტროლებს", - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

როგორც ილია მეორემ გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. პატრიარქის თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.