"მოხდა მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების ღირსების შელახვა..." - ადვოკატი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

14:55 09-18-2018
177

მაკა ასათიანის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა შვედეთის საელჩოში განცხადება შეიტანა.

მისი თქმით, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის ის ნაწილი, რომელიც შპს აკას ეხებოდა, ცალმხრივად იყო წარმოდგენილი.

მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას მოუწოდეს ინფორმაციაზე უარი ეთქვათ და რეაგირება არ მოჰყოლია, მაკა ასათიანმა გადაწყვიტა,  შესაბისი ნაბიჯები გადადგას, ამიტომაც მიმართავს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს.

„მაკა ასათიანმა და მისმა ოჯახის წევრებმა მიმართეს სასამართლოს, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის თაობაზე  საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიმართ. მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რითაც მოხდა მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების ღირსების შელახვა 5 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, სადაც ფიგურირებს მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანია „აკა“, რომელიც გახლავთ საქართველოში მერსედეს ბენცსის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის სასართლო დავა კორუფციულ რისკთან ასოცირდება, რაც ჩვენი გადმოსახედიდან არის ღირსებისა და პატივის შემლახველი. რადგან საქმე, რომელზეც კვლევაშია საუბარი, ჯერ კიდევ მიმდინარეა და დღე-დღეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. მივიჩნევთ, რომ მსგავსი საქმის ფიგურირება ტენდენციურია. რამდენჯერმე მივმართეთ საერთაშორისო გამჭორვალობა საქართველოს და ვთხოვეთ უარი ეთქვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმიტომ, რომ ეს არ იყო ობიექტური და ცალმხრივი იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

5 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.

დასკვნაში, რომელიც 6 ინკოგნიტო რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად მომზადდა, საუბარია სასამართლოებში ეგრეთ წოდებული გავლენიანი ხელმძღვანელების არსებობის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კვლევას ეთანხმება. ის ამბობს, რომ ამ დოკუმენტით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.