ზურა ყიფშიძეს სახლი აუქციონის წესით გაუყიდეს - "ღმერთი მიხედავს ვინ ვინ არის და მიიღებს ყველა"

15:27 09-18-2018
1929

რამდენიმე დღის წინ, მსახიობ ზურა ყიფშიძეს სახლი, აუქციონზე გაუყიდეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია, მსახიობის ქალიშვილმა ლენუკა ყოფშიძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არავინ მათი მდგომარეობა არ გაითვალისწინა და ამჟამად ოჯახი, რთულ მდგომარეობაშია. 

ლენუკა ყიფშიძე მამის, ზურა ყიფშიძის ფოტოებს და სტატუსს აქვეყნებს, სადაც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ცნობილ მსახიობთან ბევრს შეეშალა:

საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და განხილვას საჯაროდ რაღაცების. პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი მიხედავს, ვინ ვინ არის და მიიღებს ყველა მაგის გამო... - წერს ლენუკა ყიფშიძე. 

შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში, ლადო გუდიაშვილის ქ-ზე მდებარე სახლი, რომელიც ყიფშიძეებს, ბანკმა აუქციონზე გაუყიდა, ზურა ყიფშიძის დედის, ცნობილი მსახიობის ლენა ყიფშიძის და მისი დის საკუთრება იყო.

იხ. ფოტოები: 

 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე