ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სატვირთოს მძღოლები აქციას არ წყვეტენ და ფინანსთა მინისტრს ვადას ხუთშაბათამდე აძლევენ

15:50 09-18-2018
80

თბილისში, ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სატვირთოს მძღოლები აქციას არ წყვეტენ.

ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ შემოსავლების სამსახურთან უკვე ჰქონდათ შეხვედრა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ამიტომ, მათთან შეხვედრა არ სურთ და ელოდებიან ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მასშტაბური აქციები მოეწყობა.

ხორბლის იმპორტიორები მინისტრს ვადას ხუთშაბათამდე აძლევენ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გუშინ განცხადებაც გაავრცელა. შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს საინიციატივო ჯგუფი შექმნისთვის მოუწოდეს.

მძღოლები კანონის შეცვლას მოითხოვენ.

ავტორი: