კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა

15:52 09-18-2018
105

პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის უკვე ყოფილი მრჩეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"2 კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან. ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!", - წერს კახა კოჟორიძე.