გედევან ფოფხაძე: ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის...

17:24 09-18-2018
61

"ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსთვის" - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მარიხუანას კულტივაციიისა და ექსპორტზე გატანის საკითხს.

ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავიდანვე ხარვეზიანი და არასწორი იყო. აქედან გამომდინარე, პარლამენტი უკვე ვალდებულია წარმოქმნილი სიცარიელე შეავსოს და დაარეგულიროს.

"მაქსიმალურად უნდა დავიცვათ საჯარო ინტერესი, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მომავალი თაობა არ დაზარალდეს და არ იყოს განუკითხაობა ამ სფეროში. რეგულაციებზე მართლაც უნდა ჩამოვყალიბდეთ. მიმაჩნია, რომ პრეცედენტი დასაფიქრებელია და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში ჩვენ რაღაცნაირად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ასეთი მოცემულობა სხვა დროს აღარ შეიქმნას.

არანაირ დიალოგს არ უნდა გავექცეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სინდისიდან და მორალიდან გამომდინარე. არ შეიძლება, ადამიანმა უღალატო იმას, რაც შენი რწმენის და შენი მსოფლმხედველობის ნაწილია. ბოლომდე უნდა დარჩე ერთგული იმისა, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, რისთვისაც ვცხოვრობ. დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, ასევე იქნება წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ავტორი: