მშვიდობით ბევერლი-ჰილზი! კომ კარდაშიანი და კანე უესტი შვილებთან ერთად საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადიან

13:02 09-19-2018
2675

კიმ კარდაშიანის მეუღლემ, კანე უესტმა, რადენიმე დღის წინ, ჩიკაგოში გამართული კონცერტის დროს, განცხადება გააკეთა, რომ სამშობლოში, სამუდამოდ აპირებს  საცხოვრებლად დაბრუნებას. 

მინდა გითხრათ, რომ საცხოვრებლად ვბრუნდები ჩიკაგოში და აქედან არასოდეს აღარ წავალ - ამბობს კენე.

საინფორმაციო პორტალის TMZ-ს ინფორმაციით, კიმმა და კანემ, ჩიკაგოში, უკვე შეიძინეს სახვოვრებელი სახლი, სადაც შვილებთან ერთად იცხოვრებენ. 

ვარსკვლავური წყვილის ოჯახი, ამ ეტაპზე, კალიფორნიაში ცხოვრობს. სავარაუდოდ  ისინი, ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში, ოფისის - Yeezy-ს გადატანასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ უესტი ჩიკაგოში გაიზარდა. მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, კანე დედათან ერთად ატლანტადან, ჩიკაგოსი გადავიდა საცხოვრებლად. მან, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა, ჩიკაგოს უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელიც მალევე მიატოვა. სწორედ ამ ქალაქის საპატივცემლოდ დაარქვა კანემ, მის უმცროს ქალიშვილს, ჩიკაგო. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე