ვიქტორია ბექჰემი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მთავარი ტრენდის ფერებში პოზირებს

16:40 09-19-2018
245

44 წლის სუპერმოდელი, ვიქტორია ბექჰემი, მსოფლიო მოდის სამყაროში, კვლავ თავის სიმაღლეზე დგას.

დიზაინერმა, რამდენიმე დღის წინ, ლონდონის მოდის კვირეულზე, საკუთარი ბრენდის, საიუბილეო კოლექცია წარმოადნგინა.

გუშინ კი, ლეოპარდის ფერის კაბაში, ცისფერი ჩანთით და ფეხსაცმლით პოზირებდა. Vogue-ს ინფორმაციით, ინსაიდერები ცინიკურად ხუმრობენ, ვიქტორია, ამგვარი ნოსტალგიის ფონზე, მომავალ წელს, Juicy Couture-ის დიზაინის ბარხატის კოსტიუმში მოგვევლინებაო.

მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რომ ცისფერი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდის, მთავარი ტრენდია.   

 იხ ფოტო:

ავტორი: რუსა ღვანიძე