მე გავდივარ „ქართული ოცნების“ რიგებიდან და მოღვაწეობას გავაგრძელებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი“, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჭიჭინაძემ პლენარულ სხდომაზე საკუთარი გადაწყვეტილების მოტივები კიდევ ერთხელ განმარტა. ამასთან, მან „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა, მათ შორის აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, მიუღებელია.
„ყურადღებას გავამახვილებ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დრის მიიღო. პირველი - საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არდასახელებაა, რაც პოლიტიკური პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია. მეორე - მინდა ხაზი გავუსვა იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც ვეწინააღმდეგებოდი და დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ის ძალა, რომელმაც უმრავლესობა აიღო, საგამოძიებო კომიტეტში პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამას. შესაბამისად, აქედან შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ რომ „ქართული ოცნების“ არმონაწილეობა არჩევნებში, ეს არის ნიშანი პრეზიდენტობის ძალაუფლების გადაბარების იგივე ამ ძალასთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ყველაფერი აქედან გამომდინარე, მე გავდივარ „ქართული ოცნების“ რიგებიდან და მოღვაწეობას გავაგრძელებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.