საქართველოსთან "გამარჯვების" 25 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთში ქაღალდის პირველი კუპიურა ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით გამოუშვეს

17:35 09-19-2018
97

აფხაზეთში გამოუშვეს, პირველი ქაღალდის ფული დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით - ეს არის, აფხაზური ვალუტა - 500 აპსარი. კუპიურას უკანა ფონზე, აფხაზი მებრძოლები ჩანან, ხელში აფხაზური დროშით. აქ ნახავთ შვიდ ვარსკვლავსაც, რომელიც „სახელმწიფო“ სიმბოლიკაზეა დატანილი.

ბანკნოტის დამზადება, საქართველოსთან „გამარჯვების“ 25 წლისთავს ეძღვნება.  ბანკნოტზე, ასევე გამოსახულია, აფხაზეთის „სახელმწიფო გერბი“ და რუქა. ასევე, სილუეტი სოხუმის არქიტექტურული კომპლექსის, სიმბოლური ციხე-კოშკის ფონზე.

ბანკნოტი, მხატვრებმა ბატალ ჯაპუამ და ტიმურ კატიანმა შეიმუშავეს. ფული ჩაეშვება წარმოებაში, 29 სექტემბერს - 10 ათასი ცალის ოდენობით.

აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის, ბესლან ბარათელიას თქმით, ეს არის ქაღალდის პირველი ფული, აფხაზეთის ისტორიაში. 

იხ. ფოტოები: 

ავტორი: რუსა ღვანიძე