რას ითხოვენ ხორბლის იმპორტიორი სატვირთო მანქანების მძღოლები ფინანასთა მინისტრისგან - ლილოში აქცია გრძელდება

20:37 09-19-2018
66

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი ხორბლის იმპორტიორი სატვირთო მანქანების მძღოლები ფინანსთა მინისტრს სთავაზობენ, 2020 წლის ბოლომდე ნუ შემოიღებენ რეგულაციებს და ნუ დააწესებენ დამატებით გადასახადებს. ამ შემთხვევაში აქციები შეჩერდება. ასევე, ამ დროის განმავლობაში, იტანამშრომლებენ სამინისტროსთან.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი მათ აზრს 21:00-მდე არ დააკმაყოფილებს, აქციებს განაგრძობენ.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებისა და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა და შესთავაზა, რომ კანონის ამოქმედების ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდოს. ამ დროის განმავლობაში კი ერთობლივ პოზიციაზე შეჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სატვირთოს მძღოლები კანონის შეცვლის მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა აქციას აწყობენ.

 

ავტორი: