ტელეკომპანიებთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფალი, დროში, სულ წაგებული თამაშია - ამის შესახებ საქართველოს დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ "იბერიას" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს. ასეთ ბრძოლაში კი მედია ყოველთვის იმარჯვებს.
"ნუთუ თქვენ ვერ ხვდებით, რომ ასეთი ქმედებებით აზიანებთ სახელმწიფოს. ნუთუ თქვენ ვერ ხვდებით, რომ ტელეკომპანიებთან ბრძოლა მთავრდება ძალიან ცუდად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის?! ნუთუ თქვენ ვერ ხვდებით, რომ "იბერია", რომლის წინააღმდეგ წინა ხელისუფლებამ გაილაშქრა და მე მაშინ მის გვერდით ვიდექი და დაიხურა იმ მომენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში იბერიამ მაინც გაიმარჯვა. დღეს მე "იბერიის" ეთერში ვზივარ და ვსაუბრობ. ეს ხელისუფლებისათვის დროში, სულ წაგებული თამაშია, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფალი. ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ ასობით ჟურნალისტი, რომელიც მუშაობას დღეს ტელეკომპანიაში უკვე თქვენი მტერია იმის გამო, რომ თქვენ ასე არასამართლებრივად, ზეწოლით ცდილობთ ამ ტელეკომპანიის დახურვას, რომელიც თავისუფლად მუშაობს.
სხვა ტელეკომპანიებში არ მქონდა ხოლმე ასე თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალება. ეს ცხადყოფს იმას, რომ თავისუფალია ეს ტელეკომპანია.
პრობლემა იმაშია, რომ თქვენი სიტყვის თავისუფლების გატანაში, დანაშაულებრივი ელემენტებია, რასაც ამ ჩანაწერებით ვხედავთ, რაც გინდათ რომ დაფაროთ. ასეთი რაღაცა არავის შერჩენია. დაბურული მანქანის შუშებიდან ძალიან სხვანაირად ჩანს სახელმწიფო. როცა დაბურულ შუშებს ჩამოწევთ, ძალიან სხვანაირად დაინახავთ ამ ყველაფერს" - განაცხადა დავითაიამ.