სკარლეტ იოჰანსონი წითელ ხალიჩაზე ზურგზე მოხატული ყვავილის ფორმის ტატუთი პოზირებს

12:43 09-20-2018
789

ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი, «Emmy» 2018-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, წითელ ხალიჩაზე, ელეგანტურ საღამოს კაბაში და მოდური ვარცხნილობით, ზურგზე მოხატული ტატუთი, რომელიც ყვავილის ფორმისაა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გაიკეთა. ჰოლივუდის ვარსკვლავის ზურგზე ტატუ პირველად, 2017 წელს დააფიქსირეს, ფილმის შურისმაძიებლები 4-ის გადაღების დროს - ყველა ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი ტატუ იყო.

ფესტივალზე, აშკარად გამოჩნდა, რომ ვარსკვლავს, ტატუ მთელ ზურგზე აქვს. ტატუს, ვარდის ფორმა აქვს, რომელიც სავარაუდოდ მისი სამი წლის ქალიშვილის, როუზის საპატივცემლოდ მოიხატა.

ცნობილია, რომ ვარდის ფორმის ტატუ - სრულყოფილების და სიყვარულის სიმბოლოა.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, ზურგზე მრავალფეროვანი ტატუ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბენ აფლეკმა გაიკეთა, რომელიც სკარლეტის ტატუსგან განსხვავებით, ზურგის უფრო დიდ მასშტაბს მოიცავს.    იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე