უწყებათაშირისი კომისიის დატოვებას ,,ნაციონალური მოძრაობა“ არ გამორიცხავს

12:58 09-20-2018
67

"ნაციონალური მოძრაობის"  წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შესაძლოა უწყებათაშორისი კომისია ევრიპული საქართველოს მსგავსად ,,ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დატოვოს. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა "ქართული ოცნების" შტაბად.

"საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიცია თავიდანვე აყენებდა საკითხს, რომ ეს ფორმატი წარმოუდგენელია ასე გაგრძელდეს. თეა წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა "ქართული ოცნების" შტაბად. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებდით არასამთავრობოებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ჩვენც, ბუნებრივია, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში რაიმე თანამშრომლობა წარმოუდგენელია. კონსულტაციები მიმდინარეობდა არასამთავრობოებთან, ჩვენ ველოდებოდით მათ გადაწყვეტილებას, ამიტომ ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი მონაწილეობას არ ღებულობს ამ პროცესში, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას არამიზანშეწონილად მივიჩნევთ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც ცნობილია, დღეს უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად  არასამთავრობო ორგანიზაციებმა და  "ევროპულმა საქართველომ" დატოვა.