ჰოლივუდის ვარსკვლავის, 80 წლის ჯეინ ფონდას ცხოვრება, არა მარტო ბედნიერი და სასიხარულო, არამედ ბევრი დრამატული მომენტებითაც იყო აღსავსე.
ამის შესახებ მსახიობმა, დოკუმენტურ ფილმში Jane Fonda in Five Acts-ში ისაუბრა. ვარსკვლავის ინფორმაციით, მის ცხოვრებაში, ყველაზე დრამატული, დედის თვითმკვლელობა იყო, რომელიც 1950 წელს მოხდა, როცა ჯეინი, ჯერ მხოლოდ 12 წლის იყო.
თუკი მშობელი, ვერ ახერხებს, რომ შვილის მიმართ სიყვარული გამოამჟღავნოს, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ბავშვის განვითარებაზე. ბავშვობაში, სავარაუდოდ თქვენ თავს ადანაშაულებდით. პატარას ვერ წარმოუდგენია, რომ ეს შეიძლება მშობლის ბრალი იყოს. ამისთვის, საჭიროა, რომ დიდი დრო გავიდეს, რომ დანაშაულის გრძნობა გაგიქრეს - ამბობს ჯეინი.
მსახიობმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იტანჯებოდა, ჯეინის დედა, ფრენსის ფორდ სეიმური, ბიპოლარული აფექტური აშლილობის სინდრომით. ის, სუიციდის მსხვერპლი, 42 წლის ასაკში გახდა. ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის დროს, ფრენსისმა, თვითმკვლელობა სცადა და ბასრი დანით ყელი გამოიჭრა.
ჯეინის მამა, ჰენრი ფონდა, სიმართლეს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა ქალიშვილს და ატყუებდა, რომ დედა გულის უკმარისობით გარადაიცვალა.
დედის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია, ჯეინმა ჟურნალიდან შეიტყო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა, ყველაფრის თავიდან გამოძიება.
როცა ჩემს მემუარებზე (My Life So Far) ვმუშაობდი, მე ყველაფერი, დედაჩემს მივუძღვენი, ძალიან მინდოდა სიმართლის გაგება. მე ხომ სინამდვილეში, არ ვიცნობდი კარგად დედაჩემს, ის ხომ ფსიქიური აშლილობით იტანჯებოდა და მე ამ ყველაფერს მიმალავდნენ. როცა ადამიანი სიმართლეს გაარკვევ და ყველაფრერს კარგად გაიაზრებ, მიხვდები, რომ დამნაშავეს უნდა აპატიო და შეუნდო - ამბობს ფონდა.
იხ ფოტოები:
Посмотреть полностью: http://www.spletnik.ru/buzz/chronicle/84796-dzheyn-fonda-rasskazala-o-samoubiystve-materi.html
Посмотреть полностью: http://www.spletnik.ru/buzz/chronicle/84796-dzheyn-fonda-rasskazala-o-samoubiystve-materi.html