რამდენიმე დღის წინ, ქ. სალემში, აშშ-ში, ნიუ-გემპშირის შტატში, უცნობმა მამაკაცმა სათამაშო აპარატი, შვილის დახმარებით გაქურდა. ბრალდებული, სავაჭრო ცენტრში შვილებთან ერთად, პატარა გოგონასთან და 5-6 წლის ბიჭთან ერთად მივიდა.
საინფორმაციო პორტალი "New Hampshire Union Leader"-ის ცნობით, სათააშო პრიზებს შორის, რომელიც უცნობმა მამაკაცმა შვილთან ერთად გაიტაცა, "Nintendo Switch"-ის ბრენდის სათამაშო იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, ამის შემდეგ, მამა-შვილი, ერთად გაემართნენ სავაჭრო ცენტრის გასასვლელისკენ.
ქ. სალემას პოლიციამ, სოციალურ ქსელში, ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც თვთმხილველებმა გადაიღეს. დამნაშავის დაკავება, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
იხ. ვიდეორგოლი: