"იბერიას" და „ომეგა ჯგუფის“ საქმე - მორიგ აუდიოჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო (ჩანაწერი)

14:53 09-21-2018
85

მორიგი აუდიოჩანაწერი - რუსთავი 2 ტელეკომპანია იბერიას და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე კიდევ ერთ აუდიო ჩანაწერს ასაჯაროებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთმანეთს საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი ესაუბრებიან.

ჩანაწერის მიხედვით, ლევან ყიფიანი მინისტრებისთვის, კერძოდ, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

როგორც პრაიმტაიმს პროკურატურაში განუცხადეს, აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის დღევანდელი აუდიო ჩანაწერის.



ავტორი: